აშშ უკრაინას თავდაცვით სისტემებს უგზავნის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია თავდაცვით სისტემებზე, რომელიც უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

პრეზიდენტი ზელენსკი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამავდროულად, აცხადებს, რომ უფრო მეტი საჭირო.

„მადლობას ვუხადო პრეზიდენტ ბაიდენს და კონგრესს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომ მოვიზიდოთ ჩვენი უკრაინელები სახლში დაბრუნებისთვის. თუ უსაფრთხოება იქნება, ჩამოვლენ, დასახლდებიან, აქ იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, მაშინ ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება. ეს ყველასთვის პოზიტიური იქნება“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები