გერმანიამ უკრაინას ტანკების მიწოდებაზე უარი უთხრა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ომში მყოფ უკრაინას, ამჯერად, ტანკებს არ მიაწვდის. როგორც გერმანიის კანცლერი განმარტავს, მათ არ სურთ ომის მასშტაბების გაფართოება.

„ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვეხმარებით. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატო-ს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცის შეფასებით, გერმანიამ უკრაინას იარაღის დიდი რაოდენობა უკვე მიაწოდა.

მსგავსი თემები