ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა

ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა, – აღნიშნულ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვები 23 სექტემბრის გვიან ღამით დაწესდა და დაახლოებით 03:30 საათზე ქალაქ ვლადიკავკაზში, მოსკოვსკისა და კოსტას გამზირების კვეთაზე, მოძრაობა საგზაო პოლიციის პოსტთან შეჩერდა.

ამასთან,  ვრცელდებაინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უშვებენ მხოლოდ ადგილობრივი ნომრის მქონე ავტომობილებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ მიემართება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით ან საზღვრამდე მიყვანისთვის ადგილობრივ მოსახლეობას ფულს უხდის.

მსგავსი თემები