,,უკრაინამ 9 000 დამცველი დაკარგა”- უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

,,უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 9 000 დამცველი დაკარგა”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამხედროებისთვის მტრის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა.

„თუ მათ უკვე ჰყავთ 50 000-ზე მეტი დაღუპული, ჩვენი დაღუპულების რაოდენობა დაახლოებით არის 9 000″ – აღნიშნა მალიარმა.

 

 

მსგავსი თემები