,,ალექსეი გონჩარენკოს არ აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში”- უკრაინის რადა

„ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის უმაღლესი რადა კოსოვოსთან დაკავშირებით საერთაშორისო საკითხებში, მით უმეტეს, გაეკეთებინა განცხადებები უკრაინის პარლამენტის სახელით“- ამის შესახებ უკრაინის რადას განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ვიზიტი კოსოვოში არის მისი პირადი ინიციატივაა და ის არ არის უფლებამოსილი, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტი კოსოვოში.

„სახალხო დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს კოსოვოში ვიზიტი წარმოადგენს მის პირად ინიციატივას, არის კერძო ხასიათის. უკრაინის უმაღლეს რადას ან ნებისმიერ სხვა ორგანოებს არ მიუნიჭებიათ არც ერთი სახალხო დეპუტატისთვის, კერძოდ, ალექსეი გონჩარენკოსთვის, უფლებამოსილება, წარმოადგინოს კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკრაინის პარლამენტის პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო კოსოვოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

მსგავსი თემები