,,გავასაჩივრებთ, გამოვიყენებთ ყველა ინსტანციას”- სოსო გოგაშვილის ადვოკატი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ , საპროცესო მოქმედებები უკანონოდ, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

ადვოკატის თქმით, ავტოტექნიკა სპეციალურ სადგომზე დალუქვის გარეშე გადაიყვანეს. მისივე ანცხადებით, აღნიშნულ დარღვევებს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მთავარი დარღვევა იყო ის, რომ განჩინება მიღებულ იქნა სამი დღის წინ. საპროცესო ნორმის თანახმად, განჩინება ქონების ყადაღის თაობაზე უფლებამოსილ პირს უნდა ეცნობოს 48 საათის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პროცედურა უკვე მიმდინარეობს უკანონოდ. რაც შეეხება უშუალოდ ყადაღის ოქმის შედგენის პროცედურებს, შენიშვნის სახითაც მივუთითეთ, რომ შედგენილ იქნა მხოლოდ ყადაღის ოქმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოღების ოქმი არ შედგენილა. ყადაღის პროცედურა აუცილებლად გულისხმობს, რომ მოძრავი ნივთი უნდა დათვალიერდეს, დაყადაღდეს და დაილუქოს. ნივთის დაყადაღება ისე მოხდა, რომ მოძრავი ნივთი არ დალუქულა. ამ საპროცესო დარღვევების თაობაზე ჩვენ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს მივმართავთ, გავასაჩივრებთ, გამოვიყენებთ ყველა ინსტანციას და ბოლოს რა ეს ყველა დარღვევა ერთად თავს მოიყრის სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები