მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში სამხედრო კომისარიატების დაწვა სცადეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გასული ღამის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს.

რუსული მედიის ცნობით, ხაბაროვსკში კომისარიატის შენობას უცნობმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, რის შედეგადაც ორ კაბინეტში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, სამხედრო კომისარიატების შენობების დაწვა სცადეს პეტერბურგში, ორენბურგის ოლქში, ასევე იმიერბაიკალეთის მხარეში.

23 სექტემბრის ღამეს, ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის ოლქის კამიშინის მერიაში და ალტაის სოფელ ცელინის კულტურის სახლში, სადაც მდებარეობს სოფლის საკრებულოს ადმინისტრაცია.

მსგავსი თემები