,,ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას”- ირაკლი ზარქუა

,,ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას,” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას,  დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ფონზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვას.

ზარქუას თქმით, ,,ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ”.

,,რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი… ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ”, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები