,,პუტინი პოლიტიკურ რისკზე წავიდა”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებით პოლიტიკურ რისკზე წავიდა. დაზვერვის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა ამოწურა უკრაინაში საბრძოლველად მსურველი მოხალისეების მიწოდება.

,,ეს ნაწილობრივი მობილიზაცია კი, სავარაუდოდ, ძალზე არაპოპულარული იქნება რუსეთის მოსახლეობის ნაწილისთვის. პუტინი იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკს იმ იმედით, რომ გამოიმუშავებს საჭირო საბრძოლო ძალას”, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, რუსეთი სავარაუდოდ, ებრძვის ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებს.

მსგავსი თემები