ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას რომის პაპი ეხმიანება

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეფასებას რომის პაპიც აკეთებს. როგორც პაპი ფრანცისკე აცხადებს, ეს სრული სიგიჟეა.

პაპის შეფასებით, უკრაინელები განიცდიან სისასტიკეს, და წამებას. მისი თქმით, კეთილშობილ უკრაინელ ხალხს აწამებენ.

რაც შეეხება ატომურ იარაღს, როგორც პაპი აცხადებს, ყაზახეთი სამაგალითო ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, უარი თქვა  ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე.

„ეს იყო მამაცური გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე, ამ ქვეყანამ თავიდანვე უთხრა „არა“ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა.

 

მსგავსი თემები