„ეს არის უგუნური რიტორიკა“ – იენს სტოლტენბერგი პუტინის  ბირთვულ შანტაჟზე

ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაში საომრად გასაგზავნად ათასობით სამხედროს მობილიზებასთან და ბირთვულ შანტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ნატოს გენერალური მდივანიც აკეთებს. როგორც იენს. სტოლტენბერგი აცხადებს, ეს საგანგაშო სიგნალია.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორედ ამიტომ, ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის შეფასებით, უკრაინაში გასაგზავნად ნაწილობრივი მობილიზება მოულოდნელი არ ყოფილა და ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

„მობილიზაციას სჭირდება აღჭურვილიბა, ამ ეტაპზე კი თვალსაჩინოა, რომ რუსული ჯარი არის ცუდად აღჭურვილი და მათ აქვთ პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებით“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები