,,აშშ-ის დაფინანსება საქართველოში დემოკრატიული სისტემის შერყევისკენაა მიმართული”- ,,ქართული ოცნებიდან” წასულები

,,ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპუტატები განცხადებით, საკითხავია, 2013 წლიდან დღემდე საქართველომ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი მიიღო ამერიკისგან თუ ამერიკამ საქართველოსგან.

,,ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა,”- ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. ოთხეულის თქმით, “ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი”.

,,ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები