კიკეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულს ბალი წარუდგინეს

კიკეთში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა, ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატის, სულხან კომახიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგანაც ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პროცესში.

54 წლის გელა ნიორაძეს მანქანაში შვილი და მეუღლეც ჰყავდა. დაჭრილია მისი მეუღლეც. შემთხვევა კი 17 სექტემბერს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირება შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნიორაძემ კი ავტომატიდან ისროლა, რა დროსაც 6 ადამიანი დაირა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ნიორაძე კიკეთში 500 დოლარის გამო მიიყვანეს. კერძოდ მისი ვალი ჰქონდა იმ ოჯახს სადაც დაპირისპირება მოხდა, თუმცა, ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის მოვალესთან ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა.

 

მსგავსი თემები