,,ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა”- ჯასტინ ტრუდო

,,ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში,”- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ  განაცხადა.

ტრუდოს თქმით, ქალაქ იზიუმსა და სხვა დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი მასობრივი სამარხები რუსეთის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებაა და საჭიროა შესაბამისი გამოძიება.

„რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და კანადა ორი უძლიერესი ქვეყანაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინას და გამოვიდნენ რუსეთის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, შეიცავს ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა და ვლადიმერ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და სჩადიან უკრაინაში“, – განაცხადა ტრუდომ.

მსგავსი თემები