თურქეთი რუსულ გაზს რუბლში შეისყიდის  

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მყოფი თურქეთისა და რუსეთს პრეზიდენტები არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის, თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი რუსული გაზის 25%-ს რუბლში შეისყიდის.

„საკითხი შეთანხმებულია. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას.

პუტინის განცხადებით, რუსეთს პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლია

მსგავსი თემები