ჯერ აწამებდნენ, შემდეგ კლავდნენ – რუსეთის მორიგი სისასტიკე

უკრაინის ქალაქ იზიუმში, სადაც მორიგი სასაკლაო აღმოაჩინეს, საერთაშორისო მედიას ჩაიყვანენ და საკუთარი თვალით აჩვენებენ იმ სისასტიკეს, რაც რუსულმა ჯარმა ჩაიდინა. ტყე მიცვალებულებითაა სავსე. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც რუსულ ჯარებს ჰქონდათ ოკუპირებული და უკრაინამ დაიბრუნა.

გვამებით მოფენილი ნაძვნარი შოკისმომგვრელი სანახავი იყო. გვამები თავად ადგილობრივებმა თავიანთი ძალებით დამარხეს, თუმცა, სანამ სპეციალური ჯგუფი არ იმუშავებს არავინ იცის ვინ არიან გარდაცვლილები. როგორც გაირკვა, რუსი ჯარისკაცები, უკრაინელებს ჯერ აწამებდნენ და შემდეგ კლავდნენ, მოკლულთა შორის არიან ბავშვებიც.

 

მსგავსი თემები