აშშ უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

​აშშ-სთვის უკრაინა მთავარ პრიორიტეტად რჩება, თუ,ცა, უკრაინის პარალელურად, არსებობენ სხვა ქვეყნები, ვისთვისაც შტატები ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფინანსურ დახმარებას 18 ქვეყანას გაუწევს. საუბარია სამხედრო დახმარებაზე. თანხის მოცულობა კი 2,2 მილიარდი დოლარი იქნება.

როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, აშშ-სგან სამხედრო დახმარებას უკრაინა,  მისი მეზობელი ქვეყნები და აშშ-ის პარტნიორები მიიღებენ, რადგანაც რუსული აგრესია ძლიერდება.

პარალელურად, უკრაინა  აშშ-სგან  დამატებით 675 მილიონი დოლარის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს.

„13 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, ვრცელდება საშინელი ცნობები მიმდინარე სისასტიკეებზე, ბირთვული ელექტროსადგური რისკის ქვეშ არის, სასურსათო დეფიციტი, მსოფლიოში სურსათის ფასის სწრაფად იზრდება. უკრაინის ფრონტის ხაზის შესანიშნავი დამცველები განაგრძობენ მამაცურად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მე დავუდასტურე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად“, – აცხადებს  ენტონი ბლინკენი. 

ენტონი ბლინკენი უკრაინაში იმყოფება.

მსგავსი თემები