„ეს არ იყო პრეზიდენტის ვეტო, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ვეტო“ – უმრავლესობა პრეზიდენტს

პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და აცხადებს რომ ეს პრეზიდენტის ვეტო კი არა, რადიკალური ოპოზიციის ვეტო იყო.

საუბარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, კერძოდ, ე.წ. მოსმენებზე, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტოს უფლება გამოიყენა. იურიდიულმა კომიტეტმა კი სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა დ აღნიშნა, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის ვეტო იყო.

„ეს არ იყო პრეზიდენტის ვეტო, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ვეტო, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და არ დაინტერესებულა კანონპროექტის ინიციატორების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მოსაზრებებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა.

​კომიტეტმა კანონის ის რედაქცია, რომელიც პარლამენტმა 7 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიიღო, სრულად გაიზიარა და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

იურიდიულმა კომიტეტმა, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

მსგავსი თემები