ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსთვის ემზადებიან

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომისთვის ემზადებიან. შეხვედრაში მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს.  ევროკავშირის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

„ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე. ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები