„სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ.

„ამას საზოგადოება ხედავს. ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ“ – აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით,  მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება.

„ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. პირდაპირ საჯაროდ, „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის მხარდამჭერები, წარმომადგენლები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს. აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყაროები“ – აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები