ასობით გაუპატიურებული მსხვერპლია, მათ შორის  მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილები  –  ზელენსკი

,,ასობით გაუპატიურებული მსხვერპლია, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები ან ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილებიც კი. საშინელებაა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ასეა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას  განაცხადა რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარების შეზღუდვისთვის კონკრეტული ვადები უნდა დაწესდეს.

“ჩვენ უნდა მივიღოთ მართლაც ძლიერი გადაწყვეტილებები მეექვსე სანქციების პაკეტში. ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება, მათ შორის ნავთობზე. კონკრეტული ვადები უნდა დაწესდეს ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. “- აღნიშნა პრეზიდენტმა ლატვიის პარლამენტში ჩართვისას.

იპოვეს 14-დან 24 წლამდე გოგონები, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატიურად აუპატიურებდნენ

მსგავსი თემები