„ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულად იზიარებს კახი კალაძის შეფასებას ევროპარლამენტარებზე. მისი თქმით, ვინც „დებიძინიზაციაზე“ საუბრობს, საქართველოს მტერია.

„სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას. მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები.  მათ ამოძრავებთ მტრული მოტივაცია, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. თუმცა პარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები