,,ნაცმოძრაობის” ფასიან ლობისტებს უნდათ ქაოსი იყოს, დაძაბულობა, ქართველმა ქართველს ესროლოს” – ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალური მოძრაობის” ფასიანი ლობისტების მცდელობა, რომ მთელი საქართველო დასანქცირდეს, ჩართული იყოს ომში, არაერთხელ მოვისმინეთ და ამას ვერ ეღირსებიან,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, უკრაინული მხარის მოთხოვნას  15 პირის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირების მოთხოვნას.

ზარქუას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს სია, რომელსაც აღსრულება არასდროს არ უწერია”.

„უკრაინულ მხარედ გამოგყავდათ ადამიანები, ვინც ეს პეტიცია შეადგინა, რომლებიც არიან ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის” ფასიანი ლობისტები – ბატონი კრამერი და სხვები. ჩემთვის ბატონი კრამერი არის ერთ – ერთი არშემდგარი რევოლუციონერი და დანარჩენებიც, გინდათ საზოგადოებას შემოასაღოთ რომ უკრაინულმა მხარემ შექმნა, პირდაპირ უნდა თქვათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს სია, რომელსაც აღსრულება არასდროს არ უწერია. ჩემთვის არ არის საინტერესო ბატონი კრამერი და დანარჩენი ფასიანი ლობისტები “ნაციონალური მოძრაობის” როგორ მტრობენ ჩვენს ქვეყანას და როგორ აქვთ მცდელობა რევოლუციური სცენარი განახორციელონ. „ნაციონალური მოძრაობის” ფასიანი ლობისტების მცდელობა, რომ მთელი საქართველო დასანქცირდეს, ჩართული იყოს ომში, არაერთხელ მოვისმინეთ და ამას ვერ ეღირსებიან, ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება და სწორედ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია, რომელიც მან დატოვა, ამ მიმართულებით მიდის, სადაც ქვეყანა მშვიდობიან გარემოში და ეკონომიკურ განვითარებაში იქნება. ეს “ნაცმოძრაობის” ფასიან ლობისტებს არ უნდათ, აქ უნდათ ქაოსი იყოს, დაძაბულობა, ქართველმა ქართველს ესროლოს ,”- განაცხადა ზარქუამ.

უკრაინა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს – (mcm.ge)

მსგავსი თემები