,,უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას”- ჯორჯია მელონი

,,უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას,” – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯორჯია მელონიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა.

ნაციონალისტური პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერის განცხადებით, თუ უკრაინა დაეცემა და დასავლეთი დაიღუპება, გამარჯვებული იქნება არა პუტინის რუსეთი, არამედ სი ძინპინის ჩინეთი.

„ვინც ყველაზე სუსტია დასავლეთში, კერძოდ, ევროპაში, რისკავს აღმოჩნდეს ჩინეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

მსგავსი თემები