,,არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისაგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნაკლებად სავარაუდოა, ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას.

„არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე  თქმით, თავად ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ არის.

,,ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება შესაძლოა შეაჩეროს – (mcm.ge)

მსგავსი თემები