რა შემთხვევაში მიიღებს პირი “მწვანე პასპორტს” თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში.

მისივე თქმით, პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და “მწვანე პასპორტსაც” მიიღებენ.

“სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები