,,რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისტორიაში პირველად, დაბომბვის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერდა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ.

,,დღეს ისტორიაში პირველად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები