„ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო, რადიაციული ავარია მოხდებოდა“ – უკრაინა რადიაციულ დაბინძურებას გადაურჩა

​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო და პერსონალს სათანადოდ არ ემოქმედა, რადიაციული ავარია მოხდებოდა.

„ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რომ ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს – დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები