„ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ – რომის პაპი დარია დუგინას აფეთქებაზე

რუსი პოლიტიკოსების მსგავსად, რომის პაპი დარია დუგინას მკვლელობასთან უკრაინას აკავშირებს და მას „ომის უდანაშაულო მსხვერპლს“ უწოდებს. აღნიშნული გზავნილით პაპი ომსაც ახალისებს და რუსეთის აგრესიასაც უკრაინის წინააღმდეგ.

მსგავსი შეფასების გამო, წმინდა საყდრის ნუნციო უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

უკრაინის საგარეო მინისტრის შეფასებით, ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.

„უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო.  გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს,” -განაცხადა კულებამ.

პაპის შეფასებით, მოსკოვში, ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან.

 

მსგავსი თემები