გერმანია უკრაინას ისეთ იარაღს არ მიაწვდის, რომლითაც ის რუსეთს დაარტყამს

გერმანიის კანცლერის ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინას იმ ტიპის იარაღს არ მიაწვდიან, რომლითაც უკრაინის დაბომბვა იქნება შესაძლებელი. როგორც ოლაფ შოლცი განმარტავს, იარაღი განკუთვნილია მხოლოდ თავდაცვისთვის.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა. მან აღნიშნა, რომ არ მიაწოდებდა იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა იქნება შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპია, რომელსაც ყველა ვეთანხმებით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცის განმარტებით,  გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში და მოხდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ, ამერიკა პირობა დადო, რომ გააკონტროლებდა უკრაინისთვის მის მიერ მიწოდებული იარაღის მიმართულებას და ის რუსეთის ტერიტორიაზე არ მოხვდებოდა.

კანცლერის განცხადებით, მიზანი უცვლელია, რომ პუტინმა არ უნდა  გაიმარჯვოს.

„უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დევს ფსონზე. რაც შეეხება ვიზების საკითხს, ყოველთვის შეიძლება, დეტალებს შეხედო და გაუგო რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს. მაგრამ, ეს პუტინის ომია და არა რუსების. განზოგადება არასდროს არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები