რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დარია დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, მკვლელი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია.

„გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქალი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა და იქირავა ბინა იქ, სადაც დუგინა ცხოვრობდა, რადგან  მასზე ინფორმაციას მოეპოვებინა.

„მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე „ტრადიცია“, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. 21 აგვისტოს, Toyota Land Cruiser Prado მარკის ავტომანქანის აფეთქების შემდეგ, რომელსაც მართავდა დუგინავოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში გადავიდნენ“, – აღნიშნავებ უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი თემები