,,უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვაწოდეს აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, მტერი არის, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები