,,ამერიკის საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას”- გურამ მაჭარაშვილი

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ომის რიტორიკას ცოცხალი თავით არ ემიჯნება. მისივე თქმით, საელჩო რადიკალურ ოპოზიციაში ნაკლს და ნეგატივს ვერ ხედავს.

,,სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს ბუნებრივია ეს ლოგიკა. რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო.

სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება მისი აზრით. ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს?”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები