რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს  ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

მისივე თქმით, დაშავებულია 13 ადამიანი.

„14 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტში, სოლედარსა და მარინკაში. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა”, – აღნიშნავს კირილენკო.

 

მსგავსი თემები