რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებს

ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის ​გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებას გეგმავს.

პუტინის თქმით,  მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

„ამ მძიმე წლებში დამკვიდრებული მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდებული ტრადიციები კვლავ ემსახურება რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საიმედო საფუძველს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელ სპექტრს“, – ნათქვამია წერილში.

 

მსგავსი თემები