ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კანონი სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს.

,,პრაქტიკა ისეთია, რომ ლატვიელებმა უნდა იცოდნენ რუსული ენა ბევრ სიტუაციაში, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, რაც კანონში იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ლატვიური ენა უნდა იყოს გამოყენებული საქმიან ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის“, – განაცხადა იანის ბორდანსმა.

მსგავსი თემები