ჩეხეთი მომხრეა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები შეიზღუდოს

ჩეხეთი მხარს უჭერს ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში გადაადგილება შეიზღუდოს.  ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის განცხადებით, მათთვის შენგენის ვიზები არ უნდა გაიცეს.

„ჩეხეთმა არაერთხელ წამოწია ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. საჭიროა ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულ მიდგომას… რუსეთის აგრესია ცვლის თავის გაცხადებულ საზღვრებს და ასეთ დროს, არ შეიძლება, საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, მე დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რუსი სპეცსამსახურების გავლენის შემცირებას ევროკავშირის ტერიტორიაზე“,- განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები