უკრაინული მხარე საქართველოს მიმართავს, თანამდებობის პირებმა ტონი შეცვალონ ან საერთოდ არ ისაუბრონ უკრაინაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, უკრაინასთან დაკავშირებით ტონი შეარბილონ, ან საერთოდ არ ისაუბრონ ამ ქვეყანაზე.

„პირადად მე, პრეზიდენტ ზელენსკისა და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია.

ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ – ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება“ – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები