უკრაინაში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი და დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიკოლაევში სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენ.

„ბოროტმოქმედები მუდმივ ვიზუალურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მტრისთვის საინტერესო ობიექტების შესახებ და ინფორმაციას დახურული ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით კურატორს უგზავნიდნენ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე განმარტებით, სწორედ დაკავებულები აწვდიდნენ რუსულ მხარეს ინფორმაციას გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტის,  ქარხნების „ეკვატორის“, „კრისტალისა“ და „ოკეანის“,  საწვავის საწყობების და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებაში.

მსგავსი თემები