„საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის“ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოკლე შეფსებას ავრცელებს. როგორც ევროპარლამენტარი წერს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

„14 წლის წინ, რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო, რომ მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა. ჩვენ არასოდეს მივიღებთ “ძლევამოსილების უფლებას”… საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს  ევროპარლამენტის პრეიდენტი.

 

მსგავსი თემები