,,არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება”- დავით უსუფაშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი, დაწყებული 2007-2008 წლებიდან, მე მაინც და მაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი,” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება.

„2013 წელს, როდესაც საპრეზიდენტო ვადაც ამოეწურა, მაშინაც საჯაროდაც მითქვამს და არა მხოოოდ საჯაროდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა ყოფილი პრეზიდენტის როლში და რანგში დარჩენა, რაც ძალიან სერიოზული რანგია საზოგადოებისთვის, თუ მას სიკეთის კეთება უნდა. მისი პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი, დაწყებული 2007-2008 წლებიდან, მე მაინც და მაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი. არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება. მესმის, რომ სხვაგვარად ფიქრობენ მისი მომხრეები, მაგრამ ყველას მომხრეებმა უნდა გაიაზრონ და გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია. პოლიტიკაში ყველაფერი წარმავალია. განსაკუთრებით ასეთ თანამდებობის პირებს უნდა შეეძლოთ მოსვლა და უნდა შეეძლოთ წასვლა. ახლა სწორადაა დრო შერჩეული, სწორად მოიქცა. თავის დროზე, რომ ჩამოვიდა, მგონია, რომ კატასტროფულად არასწორად მოიქცა, პერსონალურად მისთვისაც და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. მისი გადასაწყვეტია, მე მას ამ წუთში, მას შემდეგ, რაც პატიმრობაშია, როგორც ადამიანს ვგულშემატკივრობ. მის ოჯახის წევრებს ვუსურვებ, თავისი საყვარელი შვილი, მამა და მეუღლე ჰყავდეთ ჯანმრთელი და მასაც ვუსურვებ, რომ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც იფიქროს, რაც მალე უკეთესი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები