,,პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ”- იაგო ხვიჩია

,,პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია.

„ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობის ჩამოგდება ჩვენ თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოუკვეთონ ადამიანები, რომელთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაცილი წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები