სამომხმარებლო სესხების ვადა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით იქნა მიღებული.

„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 15 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მსგავსი თემები