დღეიდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება

ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში ძვირდება და  50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი.

ფასის ცვლილებამდე, აღნიშნული  მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, ჩვეულებრივ დღეებში კი 90 ლარი ღირდა.

სერვისების სააგენტოს ფილიალს გარეთ ქორწინების რეგისტრაციის ფასი  170 ლარი იყო,  პირველი აგვისტოდან კი , ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

მსგავსი თემები