კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება პირველ სექტემბრამდე გადადო

კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას  პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიემ მიმართა.

„კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღეს კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მისამართით სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე და ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღეს შუადღისას და საღამოს იყო არაერთი აგრესიული აქტი, რომელიც იყო წაქეზებული და მომზადებული ოფიციალური ბელგრადის მიერ“, – აღნიშნულია კოსოვოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები