,,ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია”- ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა  მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მისივე თქმით, რუსეთის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნას მთელ მსოფლიოში.

,,ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის,”- წერს ანტონ გერაშენკო ,,Telegram”-ზე.

 

მსგავსი თემები