მომღერალ მამუკა ონაშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

ავტოავარიაში მოყოლილი მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გვითხრა, ამ ეტაპისთვის, მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება.

„სამწუხაროდ, მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ კრი­ტი­კუ­ლია. პაციენტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმყოფება. აღი­ნიშ­ნე­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვა” – ამბობს ლე­ვან რა­ტი­ან­ი.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი ნა­ტახ­ტარ­თან ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. კიდევ სამი მგზავრი დაშავდა. ერთი, ახალგაზრდა ბიჭი კი გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 276-3 მუხ­ლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები