,,რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიკოლაევში ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაბომბვის შედეგად, ოკუპანტებმა დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთს ომში გამარჯვების შანსი, სტრატეგიულად არ აქვს.

„ახლა რუსული არმია ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოზიციები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში. რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან გადაყვანილია სამხრეთით – ხერსონის რაიონში და ზაპოროჟიეში, მაგრამ ეს მათ იქ ვერ დაეხმარება. სტრატეგიულად, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. აუცილებელია შენარჩუნება, რომ ტაქტიკურ დონეზეც კი ტერორისტულმა სახელმწიფომ იგრძნოს თავისი დამარცხება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ პოზიციები სამხრეთით, აღმოსავლეთით და ყველგან. შეინარჩუნეთ დაცვა, დიპლომატია და პოლიტიკა. შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობა – და არა მხოლოდ გამარჯვებამდე, არამედ მის შემდეგაც, რათა ხარისხობრივად აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს. მჯერა, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. გაამაგრეთ პოზიციები თავდაცვაში, დიპლომატიასა და პოლიტიკაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები