ჩაიძირა გემი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა – დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი

ბაჰამის კუნძულების სანაპიროებთან ჩაიძირა გემი, რომელზეც ათობით ჰაიტელი მიგრანტი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველებმა 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა შორის იყო 15 ქალი, ერთი კაცი და ერთი ჩვილი.

მიგრანტები ფლორიდაში მიდიოდნენ, სავარაუდოდ, გემი ამოტრიალდა.

მსგავსი თემები