ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დილემის წინაშეა – გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, დონბასსა და ხერსონში უშედეგო ბრძოლები გრძელდება.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალების მეთაურები დილემის წინაშე არიან, გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთში, თუ დასავლეთის მიმართულებით.

ამასთამ, დაზვერვა იტყობინება, რომ საკადრო პრობლემებთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიცდის.

მსგავსი თემები